ძიუდო

19:40 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი უმედლოდ დარჩა

ქართველი ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე გრან პრის კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

პაპუნაშვილმა საწყის რაუნდებში შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი და უზბეკი იახიო იმამოვი დააიპონა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ – სერბ ნემანია მაიდოვთან იპონით წააგო. შედეგად, გიორგი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა, იქ ასევე იპონზე დაეცა უკრაინელ ქუეჯაუ ხაბაოლისთან.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა მაროკოული გრან პრი 2 მედლით დაასრულა: ლაშა შავდათუშვილმა (73 კგ.) ვერცხლი აიღო, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) კი – ბრინჯაო.

Loading...
0.141564