ფეხბურთი

1:45 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება (+VIDEO)

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "მილანი" აუტსაიდერ "კიევოს" სტუმრად დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ჯენარო გატუზოს გუნდმა სერია A-ს ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ჯამში კი ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

"კიევოსთან" დაპირისპირებაში ანგარიში ლუკას ბილიამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით 31-ე წუთზე გახსნა, თუმცა მასპინძელთა ნახევარმცველმა პერპარიმ ჰეტემაიმ ათ წუთში აღადგინა წონასწორობა. გამარჯვების მომტანი გოლი კი კშიშტოფ პიონტეკმა 57-ე წუთზე გაიტანა. პოლონელმა ფეხბურთელმა "მილანში" გადასვლის შემდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

"მილანს" ჩემპიონატში 51 ქულა დაუგროვდა და მეორეადგილოსან "ნაპოლის" ჯერჯერობით ხუთი ქულით ჩამორჩება. ასევე, "როსონერის" უახლოეს მდევრებს "ინტერს" და "რომას" 27-ე ტურის მატჩები კვირას და ორშაბათს ელით. გატუზოს გუნდის მომდევნო მატჩი ჩემპიონატში მილანურ დერბიში 17 მარტს ელის. პირველი წრის დაპირისპირების წაგების შემდეგ "როსონერი" რევანშის აღებას და ქულათა სხვაობის გაზრდას შეეცდება.

"მილანის" გარდა შაბათს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და "პარმამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა. რობერტო დ`ავერსას გუნდმა "ჯენოა" იურაი კუცკას გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. "პარმამ" ბოლოს იტალიის ჩემპიონატში 19 იანვარს მოიგო, ხოლო გენუელებმა ბოლოს 21 იანვარს წააგეს. მასპინძლებს ამ გამარჯვებით შემდეგ 33 ქულა დაუგროვდათ და ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა, ხოლო "ჯენოა" მე-13 პოზიციას იკავებს.

პარმა - ჯენოა 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუცკა (78)

კიევო - მილანი 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ბილია (31), 1:1 ჰეტემაი (41), 1:2 პიონტეკი (57)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113304