ფეხბურთი

19:58 | 9.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" "ტორპედო" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის პირველ მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" სტუმრად რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედო" 2:0 დაამარცხა და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდიდან გოლები თეიმურაზ შონიამ (75წ) და ლუკა კიკაბიძემ (90+4) გაიტანეს.

"ლოკომოტივს" სამ მატჩში ექვსი ქულა დაუგროვდა და ამ კომპონენტში "ტორპედოს" გაუთანაბრდა. მომდევნო მატჩს ქუთაისელები სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" 15 მარტს გამართავენ, ხოლო "ლოკომოტივი" 17 მარტს თბილისის "დინამოს" შეხვდება.

0.118843