ჭადრაკი

22:58 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზავი უკრაინასთან

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მე-4 ტურში უკრაინასთან ფრედ ითამაშა და კვლავაც ერთადერთი გამარჯვების ამარა რჩება.

დღეს, შავი ფიგურებით მოახერხა პარტიის მოგება მერი არაბიძემ (ანა მუზიჩუკთან), ნინო ბაციაშვილმა ასევე შავებით ინა გაპონენკოსთან წააგო, თეთრებით მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა და ლელა ჯავახიშვილმა კი ზავები დააფიქსირეს, შესაბამისად, მარია მუზიჩუკთანა და ანა უშენინასთან.
შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 4 ქულა მოაგროვეს და ინდოეთთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ, ლიდერები რუსეთი და ჩინეთი არიან 8-8 ქულით, მესამეზე კი უკრაინაა 6 ქულით.
მე-5 ტურში, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 9 მარტს შედგება, საქართველოს ნაკრები უნგრეთს გაეჯიბრება, რომელიც 2 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. 5-14 მარტი. ასტანა (ყაზახეთი)
ქალები
მეოთხე ტური
საქართველო – უკრაინა 2:2
ბელა ხოტენაშვილი (2474) – მარია მუზიჩუკი (2560) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (2555) – მერი არაბიძე (2392) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2455) – ანა უშენინა (2443) 0.5:0.5
ინა გაპონენკო (2427) – ნინო ბაციაშვილი (2454) 0.5:0.5 1:0

ეგვიპტე – უნგრეთი 1.5:2.5
ყაზახეთი – აშშ 2.5:1.5
სომხეთი – ჩინეთი 1.5:2.5
რუსეთი – ინდოეთი 3.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა
8 – რუსეთი, ჩინეთი; 6 – უკრაინა; 4 – საქართველო, ინდოეთი; 3 – ყაზახეთი, აშშ; 2 – უნგრეთი, სომხეთი; 0 – ეგვიპტე;

მეხუთე ტური
უნგრეთი – აშშ
ინდოეთი – ეგვიპტე
ჩინეთი – რუსეთი
აშშ – სომხეთი
უკრაინა – ყაზახეთი

ვაჟები
მეოთხე ტური
შვედეთი – აზერბაიჯანი 3:1
აშშ – ყაზახეთი 2:2
რუსეთი – ინგლისი 2:2
ინდოეთი – ჩინეთი 2:2
ირანი – ეგვიპტე 3:1

სატურნირო მდგომარეობა
7 – რუსეთი; 6 – ინდოეთი, აშშ, ინგლისი; 5 – ირანი; 4 – ყაზახეთი; 3 – ჩინეთი; 2 – შვედეთი; 1 – აზერბაიჯანი; 0 – ეგვიპტე;

მე-5 ტური
ეგვიპტე – შვედეთი
ჩინეთი – ირანი
ინგლისი – ინდოეთი
ყაზახეთი – რუსეთი
აზერბაიჯანი – აშშ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114626