ფეხბურთი

18:15 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზუსტად 7 წლის წინ: მესის ისტორიული თამაში ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

ზუსტად 7 წლის წინ, 2012 წლის 7 მარტს ლიონელ მესიმ საფეხბურთო ისტორია დაწერა. „ბარსელონას“ „ლევერკუზენი“ პირველ შეხვედრაში 3:1 დაემარცხებინა და საპასუხო თამაშში განსაკუთრებული სირთულე ნამდვილად არ შექმნია.

კატალონელებმა „ფარმაცევტები“ 7:1 გაანადგურეს და 5 გოლი მესიმ გაიტანა. არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენტა-ჰეთთრიქი გაიფორმა.

სხვათა შორის, 7 წელი გავიდა და ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ერთ მატჩში 5 გოლის გატანა მესის გარდა, მხოლოდ ლუის ადრიანომ მოახერხა. ბრაზილიელმა 2014 წლის 21 ოქტომბერს, „შახტარის“ მაისურით „ბატეს“ ხუთჯერ გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116337