ფეხბურთი

14:40 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი: „კარგი გუნდი გვყავს, გავარდნას არ ვიმსახურებდით“

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში, „პორტუსთან“ დამატებით დროში წაგების შემდეგ (1:3), „რომას“ კაპიტანმა, დანიელე დე როსიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი ტურნირიდან გავარდნას არ იმსახურებდა.

„უნდა მივიღოთ ეს შედეგი, თუმცა ეს ძალიან ძნელია. „რომა“ მიჩვეულია აღმაფრენებს და ჩავარდნებს. დღეს იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ, ვფიქრობ გავარდნას არ ვიმსახურებდით. ახლოს ვიყავით პენალტების სერიასთან, რომელსაც, შესაძლოა, მეოთხედფინალში გავეყვანეთ.

შარშან ტურინირის ნახევარფინალამდე მივაღწიეთ. წლეულს შიდა ჩემპიონატის სიტუაცია უფრო გვთრგუნავს, მაგრამ გვჯერა მწვრთნელის. დი ფრანჩესკოს გადადგომაზე ჟურნალისტები ლაპარაკობენ და არა ფეხბურთელები.“ - ციტირებს დე როსის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111345