ჭადრაკი

22:03 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ასაკობრივი ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის პირველობა

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის (I ლიგა) პირველობა 8, 10 და 12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის.

8 წლამდე გოგონათა ტურნირში, 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით (5) მარიამ აგულაშვილი ლიდერობს. მას ერთი ქულით ჩამორჩება მარიამ ცაციაშვილი. 3 ქულით მესამე ადგილზეა თეკლა ფეიქრიშვილი.
ბიჭებში ასევე 5 ქულით ერთპიროვნული ლიდერია ანდრია არუთინოვი. 4-4 ქულა აქვთ ალექსი ინაურსა და საბა ჭაბაშვილს.
10 წლამდე გოგონებში ორხელისუფლიანობაა - 4-4 ქულა აქვთ მარიამ ჩეჩელაშვილსა და ქეთევან წოწორიას. 3,5-3,5 ქულა მოაგროვეს ანასტასია ზარქუამ და ანა კვირიაშვილმა.
ბიჭებში ქულათა მაქსიმუმი (5-5) მოაგროვეს თამაზ თუშიშვილმა და გიორგი გოგოლაშვილმა. ქულით ნაკლები აქვთ ანდრია კვირიაშვილს, სანდრო ორბელაძეს, ლუკა ხვედელიძეს, გიორგი ორბელაძეს, გიორგი ღურწკაიას, ნიკოლოზ ცხადაძეს, დათა ქალაბეგაშვილსა და გიორგი ჩოხელს.
12 წლამდე გოგონათა შორის 4,5 ქულით ლიდერობს ანა ლიმარი, 4 ქულით მეორე ადგილზეა ნინო ესაიაშვილი, ხოლო მარიამ ჭიღლაძე და თეკლა ჭაბაშვილი 3-3 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
ბიჭებში 4-4 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ გიორგი შამათავა და საბა სეფიშვილი. 3,5-3,5 ქულა აქვთ ზუკა გამრეკელაშვილს, მარიამ სიჭინავასა და მარიამ გვათუას.
შეჯიბრების დასრულებამდე 2 ტური დარჩა და 8 მარტს დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრება მაღალ დონეზე ტარდება. ჭადრაკი-ტვ ონლაინ რეჟიმში გადასცემს ტურნირის მიმდინარეობას და გარდა ამისა, მისი წამყვანი ბლიც-ინტერვიუებისა და ვიქტორინის ჩატარებით ახალისებს მონაწილეებს.

სოფიკო ნიკოლაძის ფოტო

Loading...
0.124596