ჭიდაობა

0:40 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფალური დასაწყისი

სერბეთში მიმდინარე 23-წლამდე ევროპირველობის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 5 წონითი კატეგორიიდან 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა მამუკაშვილმა (77 კგ.) მოიპოვა.

პირველი ფინალური დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში 115 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მეორე ადგილზე რუსეთია (77 ქულა), მესამეზე - თურქეთი (65).

6 მარტს საქართველოს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ.) და გიორგი მელია (97 კგ.) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისათვის ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.) იჭიდავებს, ასევე ბრინჯაოს მედლისათვის დამამშვიდებელ წრეში გააგრძელებს ბრძოლას გიორგი კურტანიძე (67 კგ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114558