ფეხბურთი

15:20 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკიმ "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მხარეებმა კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერეს, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ივნისამდე იქნება.

როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ხელშეკრულება ზაფხულში დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება. ქართველი მარცხენა მცველი "დინამოში" 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, ნავალოვსკი ბოლოს მინსკის „დინამოში“ თამაშობდა, ხოლო იქამდე არაერთი გუნდის ღირსება დაუცავს. მათ შორის, „სკა-ენერგიას“, „ვოლგას“, „ანჟის“, „ვერიას“, „ნეფთჩის“, რუსთავის „ოლიმპის“, გორის „დილასა“ და „დინამო თბილისის“.

0.112443