ფეხბურთი

14:10 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

-18 გრადუსი: ყველაზე ცივი მატჩი MLS-ის ისტორიაში (+PHOTO და VIDEO)

ამერიკის საფეხბურთო ლიგის ახალი სეზონი ეს-ესაა დაიწყო. პირველივე ტურში ერთი საინტერესო მატჩი გამოდგა, „კოლორადო“ – „პორტლენდი“.

ეს თამაში უხვგოლიანი და დრამატული გამოვიდა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, მერე ორჯერ სტუმრები, მაგრამ ბოლო წუთზე „კოლორადომ“ გაათანაბრა და ფრე დაფიქსირდა - 3:3.

თუმცა, ამაზე საინტერესო ისაა, რომ შეხვედრა საოცარი ტემპერატურის თანხლებით გაიმართა. როგორც ადგილობრივი გამოცემები იტყობინებიან, თამაშის მიმდინარეობისას ტემპერატურა -27-დან -18 გრადუსამდე ფიქსირდებოდა.

ასეთ დაბალ ტემპერატურაში MLS-ის ისტორიაში არცერთი თამაში ჩატარებულა და ამ კუთხით „კოლორადოსა“ და „პორტლენდის“ მატჩი ამერიკული ფეხბურთის მატიანეშიც შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134216