კალათბურთი

12:10 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის 8 საჯარიმო და 12 ქულა

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” სამმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ თენის კონფერენციაში 11 მარცხის წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

ილინოისელებმა შინაურ კედლებში “ნორსვესთერნ უაილქეთსს” 81:76 სძლიეს, ბეჟანიშვილი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 12 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგიმ 4-დან 2 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო.

ილინოისელები კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 8 მარტს, ისევ შინ, “ინდიანასთან” ჩაატარებენ.

0.161596