ფეხბურთი

4:09 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ გოლი პირდაპირ ეთერში აღნიშნა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „მარსელმა“ პრინციპული მეტოქე, „სენტ ეტიენი“ 2:0 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში გადაასწრო და მეოთხე ადგილზე თავად მოკალათდა.

ანგარიში მე-12 წუთზე მარიო ბალოტელიმ ეფექტური დარტყმით გახსნა. იტალიელი არაორდინალური გადაწყვეტილებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და საფრანგეთშიც არ შეუცვლია ხასიათი. საქმე ისაა, რომ „სუპერმარიომ“ გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა - ტელეფონი აიღო და პირდაპირი ეთერი ჩართო.

მარიომ Live ინსტარგამის პირად გვერდზე განათავსა და ბუნებრივია, პუბლიკის ყურადღება მიიპყრო.

შეგახსენებთ, ბალოტელი „მარსელს“ ერთი თვის წინ შეუერთდა და გუნდს ჩინებულად მოერგო. 28 წლის იტალიელმა ფორვარდმა „ოლიმპიკელთა“ რიგებში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059186