სხვა

20:17 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის დასავლეთის ლიგაში მორიგი ტური ხელვაჩაურში გაიმართა და გაირკვა, რომ ლიგის ჩემპიონის ვინაობა გამოვლინდება ბოლო ტურში, 9 მარტს, ზესტაფონში, სამტრედია-აჭარის მატჩში.

აჭარამ დღეს ქულა დაკარგა ქუთაისთან, 24-24 და სამტრედიას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაში მარაგში აქვს. სამტრედიამ მოუგო ფოთს - 19-15. ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 28-22 დაამარცხა წყალტუბო და მესამე ადგილი გაინაღდა. მეხუთე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ქუთაისმა მოუგო ხელვაჩაურს, 27-20.

9 მარტს, ზესტაფონში, აჭარა ჯერ ეთამაშება აუტსაიდერ წყალტუბოს და თუ მოიგო, ლიდერთან ჩამორჩენას ქულამდე შეამცირებს, შემდეგ კი ჩემპიონის ვინაობას სამტრედია-აჭარის მატჩი გაარკვევს. სწორედ ეს გუნდები შეხვდნენ საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში. მაშინ სამტრედიამ მოიგო, წლეულს კი პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 33-33 დასრულდა.

დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩემპიონატები 9-10 მარტს დასრულდება, ამის შემდეგ კი შემდეგ გუნდები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

დასავლეთი, 2 მარტი, ხელვაჩაური

აჭარა - ქუთაისი 24-24

სამტრედია - ფოთი 19-15

ქუთაისი - ხელვაჩაური 27-20

ბსბ ბათუმი - წყალტუბო 28-22

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი, ლ. დიასამიძე

------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ

სამტრედია----11--9---1---1--325-211--19

აჭარა------------10--7---2---1--293-245--16

ბსბ ბათუმი----11--7---1---3--273-247--15

ფოთი-----------11--5---1---5--232-219--11

ქუთაისი-------11---3---3---5--236-210---9

ხელვაჩაური--11---2---2---7--249-287---6

წყალტუბო----11---0---0--11--141-330---0

9 მარტი, ზესტაფონი

13:00 აჭარა - წყალტუბო

14:00 ხელვაჩაური - ფოთი

15:00 ქუთაისი - ბსბ ბათუმი

16:00 აჭარა - სამტრედია

აღმოსავლეთი. 3 მარტი, არენა 2

რუსთავი - თელავი 32-19

ქარელი - ყვარელი 20-32

ლაგოდეხი - ქარიშხალა 0-10

თელავი - გორი 10-0

ლაგოდეხი - ყვარელი 0-10

----------------თ---მ---ფ---წ------ბ-----ქ

პეგასი--------12--12---0---0--297-98----24

ყვარელი-----13--11---0---2--284-166---22

რუსთავი----13---8---0---5--308-285---16

ქარიშხალა---13---7---0---5--255-234--16

ქარელი-------13---6---0---7--252-270--12

გორი----------12---4---0---8--164-224---8

ლაგოდეხი---13---1---0--12---65-197---2

თელავი------13---1---0--12--191-342----2

10 მარტი, არენა 2

11:30 ქარელი - ქარიშხალა

12:45 რუსთავი - პეგასი

14:00 გორი - ყვარელი

15:15 ლაგოდეხი - თელავი

16:30 პეგასი - გორი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111885