ფეხბურთი

1:59 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" თავდაყირა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტური აუგსბურგში დაიწყო, სადაც ლიდერი ჩავიდა და ფეხიც დაუცდა. „დორტმუნდი“ პირველი წრისგან განსხვავებით მეორე წრეში ვერ თამაშობს დამაჯერებლად და ნელ-ნელა პირველობის დაკარგვის საფრთხეც დაემუქრა.

ლუსიენ ფავრის გუნდი „აუგსბურგთან“ აშკარა ფავორიტი იყო, რადგან მეტოქე გასავარდნი ზონის ზღვარზეა. თუმცა, „ყვითლებმა“ მორიგი უფერული შეხვედრა ჩაატარეს და რა გასაკვირია, რომ უქულოდ დარჩნენ.

მატჩის გმირი ჯი დონგ-ვონი გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სამხრეთ კორეელმა მრისხანე სტუმარს თითო ტაიმში თითოჯერ გაუტანა და გამორჩეული თამაში ჩაატარა. „ბორუსიამ“ მატჩის მიწურულს პაკო ალკასერის გოლით ერთი ბურთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თამაშის გადასარჩენად დრო აღარ ეყო.

ამრიგად, „დორტმუნდს“ 54 ქულა დარჩა და „ბაიერნს“ შანსი ქვს ქულებით გაუტოლდეს. „რეკორდმაისტერი“ დღეს, „გლადბახს“ ეწვევა და გამარჯვების შემთხვევაში ბუნდესლიგაში ორხელისუფლიანობა დამყარდება.

„აუგსბურგი“ – „დორტმუნდი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვონი (24), 2:0 ვონი (68), 2:1 პაკო ალკასერი (84)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110174