სხვა

18:25 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ანგარიში

დღეს, საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ცინცაძემ საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის საქმიანობის 2018 წლის ანგარიში და წესდებაში შეტანილი ცვლილებები წარადგინა.

ცინცაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრეზენტაციის ფარგლებში განიხილა საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის, ნაკრების მიღწევები და წარმატებები, კერძოდ ისაუბრა: უპრეცედენტო და ისტორიულ შედეგებზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ქ. თბილისში ჩატარებულ "მსოფლიო პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის 2018-"ზე, ოლიმპიური კომიტეტის მიერ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის წინასწარი აღიარებასა და სხვა მნიშვნელოვან შედეგებზე.
ავთანდილ ცინცაძე: "2018 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა სხვადასხვა შეჯიბრებებზე მოიპოვეს 27 ოქროს, 26 ვერცხლის და 39 ბრინჯაოს მედალი".

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, წარმატებული სპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტისა და განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

დასკვნით ნაწილში საქართველოს სამბოს ეროვნული ფედრაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას, ოლიმპიურ კომიტეტს, განათლების,მეცნიერების,სპორტისა და კულტურის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობის საანგარიშო პერიოდში მხარდაჭერის, განსაკუთრებული გვერდით დგომისთვის და პატივისცემის ნიშნად წლის სამახსოვრო თასები გადასცა მათ.
აგრეთვე, სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ 2018 წლის საუკეთესო სამბისტი ვაჟი - ვახტანგ ჩიდრაშვილი, საუკეთესო სამბისტი ქალი - ნინო ოძელაშვილი, საუკეთესო ახალგაზრდა სამბისტი - გაგა ბახტიძე, საუკეთესო მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი და საუკეთესო მსაჯი - ემინ რაში.

ღონისძიებაზე განხილული იქნა წარმოდგენილი ანგარიშით გათვალისწინებული სამომავლო გეგმებიც და, როგორც ფედერაციის პრეზიდნეტმა განაცხადა, წარმატებული 2018 წლის შემდეგ, უკვე დაიწყო სამზადისი 2019 წლის მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის. 2019 წელს საქართველოს სამბისტთა ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ევროპულ თამაშებზე მედლებისთვის ბრძოლა იქნება, რომელსაც მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს. რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით წარსდგება, აქედან კაცებს შორის 9 ქართველი სამბისტი იქნება, ქალებში კი 4 სპორტსმენი გამოვა.

საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118824