ჩოგბურთი

15:10 | 1.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი მატჩები

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ამერიკულ ინდიან უელსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 162 480 დოლარი) მეოთხედფინალში გამოეთიშა. კალაშნიკოვა და იაპონელი ნაო ჰიბინო, რომელთაც მე-2 განთესვა ჰქონდათ, ამერიკელ ტეილორ თაუნსენდთანა და ბელგიელი იანინა ვიკმაიერთან 2:6, 3:6 დამარცხდნენ.

ფრანგულ მაკონში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე. ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგში უზბეკ ალბინა ხაბიბულინასთან ერთად ირჯებოდა და მეოთხედფინალში მე-2 განთესვის მქონე ბრიტანულ-ფრანგულ დუეტს (ბროადი-რეი) ვერ გაუმკლავდა – 6:4, 4:6, 11:9.
ანტალიის 15-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ დავლიანიძე და ზურაბ ტყემალაძე რუმინელებს გილეასა და იეკანს დაუპირისპირდნენ და მე-2 განთესვის მქონე წყვილთან 1:6, 1:6 წააგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132383