კალათბურთი

13:30 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეჟანიშვილის გუნდის ზედიზედ მე-3 მარცხი

გიორგი ბეჟანიშვილის “ილინოისმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მიჯრით მე-3 მატჩი წააგო და თავად ქართველ კალათბურთელსაც წარუმატებელი თამაში ჰქონდა.

ილინოისელები “პერდიუსთან” 56:73 დამარცხდნენ, ბეჟანიშვილი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
გიორგიმ 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ილინოისს” 6 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და ბიგ თენის კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 4 მარტს, “ნორსვესთერნ უაილდქეთსთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11684