ჩოგბურთი

20:41 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთეულებში დამარცხდა, წყვილებში იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ფრანგულ მაკონში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ წრეში მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ ანტონია ლოტნერს გაეჯიბრა და 3:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძემა და უზბეკმა ალბინა ხაბიბულინამ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ მანონ ლეონარდსა და ბულგარელ იულია ტერზიისკას 6:1, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც მე-2 რეიტინგის მქონე ბრიტანულ-ფრანგულ დუეტს (ბროადი-რეი) ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12298