ჩოგბურთი

13:12 | 27.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის დატვირთული დღე დუბაიში

27 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მნიშვნელოვანი დღე აქვს. ჩვენებური, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარი) ირჯება, 27 თებერვალს ორ მატჩს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა DUBAI DUTY FREE TENNIS CHAMPIONSHIPS-ის პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილ რუს კარენ ხაჩანოვს 6:4, 6:1 დაამარცხა, მერვედფინალში კი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან შერკინება ელის. ეს შეხვედრა მე-2 კორტზე გახლავთ დაგეგმილი და მე-2 წყებაში, დენის კუდლასა (აშშ) და რიკარდას ბერანკისის (ლიტვა) თამაშის შემდეგ, დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყება.

ბაუტისტა აგუტთან ჯახის კვალად, ბასილაშვილი უკვე ავსტრალიელ მეტიუ ებდენს შეუამხანაგდება და წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ბასილაშვილმა და ებდენმა მერვედფინალში მე-2 განთესვის მქონე სამხრეთაფრიკულ-ახალზელანდიურ დუეტს (კლაასენი-ვენუსი) 7:6 (7:4), 3:6, 10:3 სძლიეს, დღეს კი, ჰოლანდიელ როჯერსა და რუმინელ ტეკაუს დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა დაახლოებით 17:30 საათიდან არის დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113179