ფეხბურთი

23:20 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნერვული ბეილი (+VIDEO)

გარეთ ბეილის კარიერაში რთული პერიოდია. უელსელი გაღიზიანებული ჩანს და ეს ბოლო შეხვედრამაც დაადასტურა. ბეილმა „ლევანტესთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა (პენალტით), თუმცა არ აღნიშნა.

29 წლის ფეხბურთელმა ლუკას ვასკესს ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა და მოედნის ცენტრისკენ გაეშურა. მხოლოდ ლუკა მოდრიჩთან ერთად იზეიმა წარმატება.

როგორც ესპანური Marca წერს, ბეილს თანაგუნდელებთან კონფლიქტი აქვს, განსაკუთრებით ტიბო კურტუასთან და მარსელოსთან. გარდა ამისა, სანტიაგო სოლარის სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.

ეს კიდევ უფრო ამძღაფრებს ხმებს, რომლის თანახმადაც ბეილი ზაფხულში მადრიდს დატოვებს. აქვე გეტყვით, გარეთმა რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

0.125931