ფეხბურთი

1:20 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ცუდად "მანჩესტერის" ტრავმების გამო ვითამაშეთ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „მანჩესტერთან“ ცუდად პირველ ტაიმში განხორციელებული 4 ცვლილების გამო ითამაშა.

თუმცა, გერმანელი სპეციალისტი მაინც კმაყოფილია და ამბობს, რომ „სიტისთან“ 1-ქულიანი უპირატესობა კარგია.

„თამაში ისე დავიწყეთ, როგორც გვინდოდა. თუმცა, შემდეგ ტრავმებმა და შეფერხებებმა ჩვენი თამაშის ტემპი დაარღვია. რიტმი დავკარგეთ და დაბრუნება ვეღარ მოვახერხეთ. მერე ფირმინოც ცუდად გახდა პირველივე ტაიმში და ეს ნამდვილად არ წაგვადგა.

ტრავმების გამო ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარიმართა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მართალია, ბოლო პერიოდშ ბევრი ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ისევ პირველ ადგილზე ვართ და „სიტის“ ერთი ქულით ვუსწრებთ, ეს კარგია“, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. „წითელ ეშმაკებს“ პირველ ტაიმში სამი ფეხბურთელი (ერერა, მატა და ლინგარდი) დაუშავდათ და ოლე გუნარ სულშერს სამივე ცვლილების გაკეთება 43-ე წუთისთვის მოუწია. თავის მხრივ 31-ე წუთზე კლოპსაც მოუხდა იგივეს გაკეთება, რადგან თამაში რობერტო ფირმინომ ვეღარ გააგრძელა.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით სჯაბნის და პრემეირლიგის გათამაშებას სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117651