ჩოგბურთი

16:17 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ფინალში დამარცხდა

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში დამარცხდა.

მარიამმა ბრიტანეთში 4 გამარჯვება იზეიმა, გადამწყვეტ შერკინებაში კი მე-5 ნომრად განთესილ ფრანგ ჯესიკა პონჩეს გაეჯიბრა და სამწუხაროდ, სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 3:6, 1:6.
აშეგახსენებთ, რომ ბოლქვაძეს კარიერის განმავლობაში ერთეულთა თანრიგში 4 ტურნირი აქვს მოგებული. მან 2015 და 2016 წლებში შარმ ელ შეიხში (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი) იმარჯვა, 2016-შივე – ბათუმში (10 000), 2017-ში კი – ქაიროში (15 000).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111532