სხვა

15:05 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილამდე აღზევდა

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ხმლით მოფარიკავე ვაჟთა გრან პრის დასრულების შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდა FIE-ს რეიტინგში.

გრან პრის პირველი ქართველი მედალოსანი სანდრო ბაზაძე რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჯერად, მე-19 ადგილზეა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქულებით საკმაოდ მიუახლოვდა საუკეთესო თექვსმეტეულს.

5 საფეხურით წინ წაიწია და 49-ეა ბექა ბაზაძე, ერთბაშად 23 პოზიციით აიწია რეიტინგში მიხეილ მარდალეიშვილმა და 73-ეა. ასევე 23 ადგილიანი წინსვლა აქვს საბა სულამანიძეს, რომელიც 246-ე ადგილზეა.

FIE-ს ხმლით მოასპარეზე ვაჟთა რეიტინგში კიდევ ორი ქართველია: ნიკა შენგელია 88-ე, ხოლო ვაჟა რეჭია 208-ე ადგილებზე არიან.
საერთო რეიტინგში ლიდერობა ამერიკელმა ელი დერშვიცმა შეინარჩუნა, მეორე ადგილზე უნგრელი არონ სზილაგი გადავიდა, საუკეთესო ხუთეულში შემდეგ პოზიციებს კი სამხრეთ კორეელი მოფარიკავეები იკავებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113842