ძიუდო

18:10 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილის ბრინჯაოს შანსი

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის მე-2 დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის აღების შანსი აქვს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კვარცხლბეკზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) ავიდა, დღეს კი, ამისთვის ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) იბრძოლებს.

ლაშა ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაება, სადაც ჩეხ იაკუბ იეჩმინეკს იპონით სძლია, შემდეგ სამხრეთკორეელ ჰეონჩეოლ კანგს ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი ვაზარითვე რუს მუსა მოგუშკოვთან დამარცხდა.
ამგვარად, ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც გერმანელ ანტონი ზინგს დამატებით დროში ვაზარი აართვა. ბრინჯაოს დაპირისპირებაში ლაშას მეტოქე ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იქნება.
ამავე წონაში ფრიდონ გიგანს იაპონელი შოჰეი ონოს სახით უძლიერესი მეტოქე ჰყავდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი კაციაშვილმა სლოვაკი ფილიპ სტანჩელი დააიპონა, შემდეგ კი, შებოჭვაზე მოჰყვა ბულგარელ ივაილო ივანოვთან. რაც შეეხება ბექა დონღვანს, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა და პირველივე რაუნდში აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან 3 შიდო მიიღო.
ვთქვათ ისიც, რომ გრან სლემზე საღამოს ბლოკი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116677