ფეხბურთი

21:43 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი დასაჯეს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი ევროპა ლიგაზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ბორისოვის „ ბატესთან“ პირველ შეხვედრაში მეტოქისთვის სახეში იდაყვის ჩარტყმისთვის წითელი ბარათი მიიღო. ლაკაზეტმა ამ გუნდების საპასუხო მატჩი უკვე გამოტოვა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტმა მისი სასჯელი კიდევ უფრო დაამძიმა.

შედეგად, ფრანგი „არსენალს“ მერვედფინალში ორივე მატჩში ვერ დაეხმარება. „მეთოფეებმა“ ხსენებულ ეტაპზე ფრანგულ „რენთან“ გაარკვევენ ურთიერთობას.

აქვე გეტყვით, რომ ლაკაზეტმა მიმდინარე სეზონში 33 თამაში ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116197