ფეხბურთი

22:48 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაფეტიმბი გომისმა გოლის აღნიშვნით ბავშვი შეაშინა (VIDEO+PHOTO)

ახლო წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ბაფეტიმბი გომისი გოლების გატანას საუდის არაბეთშიც აგრძელებს. „ალ ჰილალში“ 33 წლის შემტევის ანგარიშზე 21 მატჩში 17 გოლია.

ბოლოს სტუმრად „ალ იტიჰადი“ დაამწუხრა, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა. ფრანგმა მეტოქის კარის აღება ჩველ სტილში აღნიშნა და ბურთის მომტანი ბიჭიც შეაშინა.

ბავშვს გომისის დანახვაზე შიში დაეუფლა, სკამიდან წამოხტა და გაიქცა. ერთი შეხედვით კომიკური სიტუაცია ასე არ დასრულებლა.

ნამატჩევს, გომის ბავშვთან მივიდა, ჩაეხუტა და საკუთარი მაისურითაც დაასაჩუქრა...

0.294556