ფეხბურთი

19:20 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს დისკვალიფიკაცია ემუქრება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტის უხამს ჟესტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

არსებობს შანსი, რომ სიმეონეს დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ და „იუვენტუსთან“ საპასუხო შეხვედრაში სათადარიგო სკამზე ყოფნა აეკრძალოს.

შეგახსენებთ, რომ „როხიბლანკოს“ თავკაცმა ტურინელთა კარში გატანილი პირველი გოლი ემოციურად აღნიშნა.

სიმეონემ მატჩის შემდეგ განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ამით სურდა გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინა, რომ მის გუნდს „კვერცხები“ აქვს. დიეგომ იქვე დაამატა, ჩემი ჟესტი „იუვენტუსისკენ“ და მისი გულშემატკივრებისკენ მიმართული არ ყოფილაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112722