სხვა

0:45 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-2024 ოლიმპიურ მარათონულ გარბენში მოყვარულებს ეპატიჟება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ტვიტერიდან ირკვევა, რომ პირველად თამაშების ისტორიაში, მარათონი ღია რეჟიმში ჩატარდება. ორგანიზატორთა განმარტებით, ოლიმპიელთა გარდა იმავე დღეს სტარტზე მოყვარულებიც გავლენ. ასევე ვიტყობთ, რომ მოყვარულებისთვის ორგანიზებული იქნება სხვადასხვა ფორმატის დისტანციები სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

„პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, პარიზი-2024 გულშემატკივრებისთვის ექსპერიმენტს ჩაატარებს და მარათონში მონაწილეობის საშუალებას მისცემს ყველას, იმავე დღეს და იმავე პირობებით, როგორც ეს იქნება ოლიმპიელთა შემთხვევაში.ხელმისაწვდომი იქნება დისტანციების რამდენიმე ფორმატი, რათა ყველა მსურველმა, სპორტული გამოცდილების მიუხედავად, განუმეორებელი ოლიმპიური გამოცდილება მიიღოს", - ვიტყობთ პარიზი-2024-ის განცხადებიდან.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112053