სხვა

0:30 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი 2024-ს ბრეიკდანსის ოლიმპიურ პროგრამაში ჩართვა სურს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა სპორტის ის სახეობები ჩამოთვალეს, რომლებსაც ოლიმპიურ პროგრამაში ჩასართავად განსახილველად წარუდგენენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC). საუბარია ბრეიკდანსზე, სერფინგზე, კლდეზე ცოცვაზე და სკეიტბორდინგზე.

ბრეიკდანსის აქამდე არასოდეს ყოფილა ზაფხულის თამაშების პროგრამაში, ხოლო დანარჩენი სამი სახეობის დებიუტი ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე შედგება.

პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ტონი ესტანგეს თქმით, შესაბამისი სპორტის სახეობები ოლიმპიურ პროგრამას „უფრო გააურბანულებს და გაამხატვრულებს".

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგრამათა კომისია პარიზი 2024-ის წინადადებას IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს 26-28 მარტის შეხვედრამდე განიხილავს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის დეკემბერში მიიღებენ.

პარიზი 2024-ის განცხადებით, ოთხივე სახეობაში ჯამში 248 სპორტსმენი იასპარეზებს. აღნიშნულია, რომ ეს ციფრი IOC-ის მიერ განსაზღვრულ 10 500-იან ლიმიტში ჯდება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრეიკდანსი წარმოდგენილი იყო ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე.

www.geonoc.org.ge

0.12322