ფეხბურთი

10:58 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: „ჩელსის“ დამაჯერებელი მოგება სჭირდებოდა“

ლონდონის „ჩელსის“ ფრანგმა შემტევმა, ოლივიე ჟირუმ, შვედურ „მალმიოსთან,“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბოლოდროინდელი არცთუ სახარბიელო მოვლენების ფონზე, მის გუნდს აუცილებლად სჭირდებოდა დამაჯერებელი მოგება.

„ველოდით, რომ მოწინააღმდეგე მკაცრ პრესინგს შემოგვთავაზებდა და ცენტრში სივრცეს შეგვიზღუდავდა. ამიტომ, ადვილი არ გახლდათ გადაწყვეტილებების მიღება. მწვრთნელმა დაგვავალა, სწრაფად გვეთამაშა. თან მეორე ტაიმში მეტოქე ცოტა დაიღალა. ბოლოდროინდელი არცთუ სახარბიელო მოვლენების ფონზე, დამაჯერებელი გამარჯვება და საკუთარ თავში დარწმუნება გვჭირდებოდა.

კარგად ვითამაშეთ და შემდგომ ეტაპზე გავედით. ახლა შეგვიძლია მომავალზე ვიფიქროთ.“- უთხრა ჟირუმ BT Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113182