ფეხბურთი

9:03 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზმუნი საუკეთესო ირანელი მეგოლე გახდა ევროთასების ისტორიაში

სანკტ პეტერბურგის „ზენიტმა,“ ევროპა ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩი, სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ 3:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა (პირველი შეხვედრა 0:1).

მატჩის გმირი სანკტპეტერბურგელთა შემტევი, სერდარ აზმუნი გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

ამისდაკვალად, აზმუნი საუკეთესო ირანელი ბომბარდირი გახდა ევროთასების ისტორიაში - წერს უეფას ოფიციალური „ტვიტერი.“ მის ანგარიშზე ჯამში 8 გოლია. შემდეგი, ლეგენდარული ალი დაეია - 6 ბურთი. სამან გოდოსსა და მეჰდი მაჰდავიკიას კი 5-5- ჯერ დაულაშქრავთ მეტოქეთა კარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114126