ფეხბურთი

0:05 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" რეშფორდით დაინტერესდა

კატალონიის "ბარსელონა" ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელით, მარკუს რეშფორდით დაინტერესდა. აღნიშნული ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა.

21 წლის მოთამაშეს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და როგორც "წითელი ეშმაკების" ვიცეპრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა განაცხადა, ფეხბურთელს ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებს "ბარსელონა" თავდამსხმელის სანაცვლოდ. რეშფორდის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა 32 მატჩში ათი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116773