სხვა

18:05 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კადეტი მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

საქართველოს კადეტ მოფარიკავეთა ნაკრების სამი წევრი: თამარ ჩარკვიანი, გიორგი მერკვილაძე, ვახტანგ არჩვაძე და მწვრთნელი სოსო უკლება იტალიის ქალაქ ფოჯაში გაემგზავრნენ, სადაც 22 თებერვალს კადეტ და იუნიორთა ევროპის ჩემპიონატის აიღებს სტარტს.

სამივე ხმლით ფარიკაობაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველთაგან პირველი პარასკევს თაკო ჩარკვიანი დაიწყებს ასპარეზობას, გიორგი მერკვილაძე და ვატო არჩვაძე კი შაბათს იფარიკავებენ.
იტალიაში მოგვიანებით გაემგზავრებიან იუნიორები, რომელთა შეჯიბრი 27 თებერვალს იწყება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1129