ჩოგბურთი

16:15 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ წელს პირველი მატჩი მოიგო

2018 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ ხუან მარტინ დელ პოტრო ტრავმის გამო კორტზე აღარ გამოსულა. წელს არგენტინელმა პირველი შეხვედრა ჩაატარა.

დელრეი ბიჩის ტურნირის პირველ წრეში დელ პოტრომ იაპონელი იოშიტო ნიშიოკა 6:3, 7:5 დაამარცხა.

"ამდენი ხნის უთამაშებლობის შემდეგ პირველი შეხვედრა ნიშიოკასთან ძალიან რთული იყო. ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ რამდენიმე მომენტში კარგად ვითამაშე. ბევრი სამუშაო მაქვს, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში შევიდე. მეორე სეტში ფიზიკურად დავიღალე, რაც ამ ეტაპისთვის ნორმალურია. კორტზე თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, მაგრამ იმედია მომდევნო შეხვედრაზე ყველაფერი უკეთ იქნება"- გნაცხადა დელ პოტრომ.

მომდევნო შეხვედრაში არგენტინელი რეილი ოპელკას ეთამაშება, შეხვედრა 21 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113935