კალათბურთი

13:43 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "საბერძნეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ამჟამინდელმა კაპიტანმა გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთა საბერძნეთთან მოახლოებული შეხვედრის წინ. შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები ბერძნებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გაეჯიბრებიან და ეს შეხვედრა 21 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი. შერმადინის კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"მგზავრობის შემდეგ პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. ხანგრძლივი ფრენის შემდეგ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ბიჭებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თამაში საბერძნეთის ნაკრებთან და ყველანი მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა მოვემზადოთ, განვიხილოთ და შევისწვალოთ ის კომბინაციები, რასაც მწვრთნელი გვაძლევს. მატჩამდე კიდევ გვაქვს ერთი დღე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111095