თამაშგარე

12:46 | 20.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

კატალონიელთა საჩუქარი ბარ რაფაელს

საყოველთაოდ ცნობილია ებრაელი მოდელის ბარ რაფაელის ფეხბურთით გატაცება და ისიც არაა დაფარული, რომ ეს კოხტა ასული უკანასკნელი წლების მანძილზე საფეხბურთო კლუბებს შორის ყველაზე მეტად კატალონიის “ბარსელონაზეა“ გულშევარდნილი და გადარეული.

ერთი ისაა, რომ ამ ბოლო პერიოდში რაფაელი ფიზიკურად ვეღარ ახერხებს (შეიძლება სულაც კატალონიელთა არცთუ გადასარევი ბურთაობის გამო) “კამპ ნოუზე“ მისვლას, რაც ფეხბურთელებისთვის ალბათ ნაკლებად, მაგრამ კატალონიელი ქომაგებისთვის კი ნამდვილად დიდი დანაკლისი გახლავთ.

ამ აუნაზღაურებელი დანაკლისის აღმოსაფხვრელად, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ პიარ-ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი კლუბის ქომაგ დაახლოებით 40-მდე ცნობილ პერსონას და მათ შორის ბარ რაფაელსაც, “კამპ ნოუს“ ტრიბუნებზე ადგილი მუდმივად დაჯავშნული ექნებათ და მათ ნებისმიერი რანგის მატჩზე მარტივად შეეძლებათ დასწრება. თუკი ნამდვილი ქომაგი ხარ, ასეთ დიდებულ შემოთავაზებაზე უარს აბა როგორ იტყვი?...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116959