ფეხბურთი

9:49 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „წნეხს მხოლოდ ცუდი შედეგების გამო ვგრძნობ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ (0:2), ჟურნალისტებს უთხრა, რომ წნეხს მხოლოდ ცუდი შედეგების გამო გრძნობს.

„არ გაგვიმართლა, რადგან პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მოწინააღმდეგეს ორჯერ გატანის საშუალება მივეცით. მეორე ნახევარში კი ასეთი ანგარიშის შემყურე, ძალიან გაგვიჭირდა.

წნეხს მხოლოდ ცუდი შედეგების გამო ვგრძნობ. სხვა პრობლემა არ მაქვს. მეტი უნდა ვიმუშაოთ, ვიურთიერთოთ და უფრო აგრესიულები ვიყოთ ორივე საჯარიმოში“ - განუცხადა სარიმ BBC Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგის ბოლო ოთხ მატჩში, სამჯერ დამარცხდა. ახლა კი ასოციაციის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა.

Loading...
სტატისტიკა
0.227554