ფეხბურთი

15:40 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ

როგროც რამდენიმე დღის წინ გამცნეთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 19 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრას მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონის, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამჯერად ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

ამ ეტაპზე მხოლოდ მატჩის ჩატარების თარიღია ცნობილი, ხოლო მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით დაზუსტდება. გარდა ამისა, "ჯვაროსნები" კიდევ ერთ სპარინგს სექტემბერში გამართავენ, თუმცა ჯერჯერობით მეტოქის ვინაობა ცნობილი არაა.

საქართველო და ხორვატია კი აქამდე ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლის თბილისური მატჩი ქართველებმა ლევან კობიაშვილის გოლით მოიგეს, ხოლო სპლიტში მასპინძლებმა 2:1 იმარჯვეს (საქართველოს ნაკრებიდან თავი ჯაბა კანკავამ გამოიჩინა).

აქვე გეტყვით, რომ საქართველო ხორვატიას ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ (შვეიცარიასთან) გაეჯიბრება და 2019 წელსაც ხსენებული სპარინგით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114932