კალათბურთი

11:16 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

All Star-ი ლებრონის გუნდმა მოიგო (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ოლ სტარის“ მატჩი ლებრონის გუნდმა იანისის გუნდი 178:164 დაამარცხა.

მატჩი იანისი გუნდის უპირატესობით დაწიყო და მესამე პერიოდში 20 ქულითაც კი იგებდნენ, მაგრამ ამავე პერიოდში ლებრონის გუნდმა წინ გასვლა მოახერხა. დასკვნით პერიოდში ლებრონის გუნდმა უკეთ ითამაშა და ზედიზედ მეორე წელია გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) კევინ დურანტი გახდა, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა, 2 ბლოკ-შოტი და 2 მოხსნა შესძინა. კევინი „ოლ სტარის" MVP კარიერაში მეორედ გახდა, პირველად - 2012 წელს. მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა იანისმა ჩააგდო, 11 მოხსნა და 5 პასიც გააკეთა, მის გუნდს რომ მოეგო, ის აუცილებად უვირფასესი მოთამაშე გახდებოდა.

ლებრონის გუნდი - იანისის გუნდი 178:164 (37:53, 45:42, 50:36, 46:33)

ლებრონი გუნდი: დურანტი (31 ქ. 7 მ.), ტომპსონი (20 ქ. 8 მ.), ლეონარდი (19 ქ.), ჯეიმსი (19 ქ. 8 მ.), ლილარდი (18 ქ. 6 მ. 5 პ.), ირვინგი (13 ქ. 9 მ.), ჰარდენი (12 ქ.), თაუნსი (11 ქ.), სიმონსი (10 ქ. 7 პ. 6 მ.), უეიდი (7 ქ.), დევისი (5 ქ.), ოლდრიჯი (2 ქ.)

იანისის გუნდი: ადეტოკუმპო (38 ქ. 11 მ. 5 პ.), მიდელტონი (20 ქ.), ჯორჯი (20 ქ.), უესტბრუკი (17 ქ.), კარი (17 ქ. 9 მ. 7 პ.), გრიფინი (10 ქ.), ემბიდი (10 ქ. 12 მ.), ნოვიცკი (9 ქ.), რასელი (6 ქ.), იოკიჩი (6 ქ.), უოლკერი (4 ქ.), ვუჩევიჩი (4 ქ.), ლოური (3 ქ.).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13863