ფეხბურთი

18:35 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უცნაური "ბომბარდირი" (+VIDEO)

როტერდამის „ფეიენოორდმა“ ერედივიზიონის 22-ე ტურში „გრონინგემთან“ 0:1 წააგო და ეს მეტწილად, სვენ ვან ბეეკის დამსახურებაა, რომელიც როტერდამელთა ფეხბურთელია.

24 წლის მცველმა 26-ე წუთზე საკუთარი კარი დალაშქრა და როგორც გაირკვა ამ გოლით მისი გუნდი დამარცხდა. თუმცა, ვან ბეეკს „საამაყოდ“ მაინც აქვს საქმე - ერედივიზიონის რეკორდის, გნებავთ, ანტირეკორდის თანაავტორი შეიქნა.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს ერედივიზიონში უკვე 6 ავტოგოლი დაუგროვდა და ჰოლანდიის ჩემპიონატის ისტორიაში მსგავსი შედეგიანოთ საკუთარ კარში მხოლოდ ბრაზილიელ ფეხბურთელ მარილიას უთამაშია. სამხრეთ ამერიკელმა 1996-2007 წლებში ერედივიზიონში 144 თამაში ჩაატარა „სპარტასა“ და „ვენლოს“ რიგებში და 6-ჯერ გაიტანა საკუთარ კარში.

ვან ბეეკს რეკორდის ერთპიროვნულად დაპატრონების ჩინებული შანსი ექნება - 24 წლისაა და მთელი კარიერაც წინ აქვს. ისე, მარილიასგან განსხვავებით მას ამ შედეგის მისაღწევად 106 თამაში დასჭირდა.

ვან ბეეკმა ხსენებული 6 ავტოგოლიდან 5 „ფეიენოორდის“ კიპერ კენეტ ვერმეერს გაუტანა. ნიშანდობლივია, რომ ჰოლანდიელი მეკარისთვის ამაზე მეტი გოლი არცერთ მეტოქეს გაუტანია. ალფრედ ფინბოგასონი, ედუარდ დუპლანი, როი ბეერენსი და ლუკ დე იონგი 4-4 გოლზე არიან შეჩერებულნი. სამაგიეროდ, თანაგუნდელმა ვან ბეეკმა უკვე 5-ჯერ დაამწუხრა და ისეთი ტემპი აქვს აღებული, შედეგის გაუმჯობესებაც არ უნდა გაუჭირდეს.

ცნობისთვის, 24 წლის სვენ ვან ბეეკს „ფეიენოორდის“ მაისურით 6 ავტოგოლის საპასუხოდ, მეტოქის კარში 3 გოლი აქვს გატანილი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118179