ჭადრაკი

23:15 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტროსიანის მემორიალი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმოდ დაიხურა მსოფლიოს ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანის მემორიალი – 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის.

ასპარეზობის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის და თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
9 წლის გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი – სოსო კვირიაშვილი).
9 წლის ვაჟებში საუკეთესო ანდრია კვირიაშვილი იყო (მწვრთნელი – სოსო კვირიაშვილი).
10 წლის გოგონებში გაიმარჯვა ანა კვირიაშვილმა (მწვრთნელი – სოსო კვირიაშვილი).
10 წლის ვაჟთა შორის – ლუკა კილაძემ (მწვრთნელი – დავით ზარქუა).
11 წლის გოგონებში – მარიამ გვათუამ (მწვრთნელი- დავით ზარქუა), ვაჟებში – დავით ლომთაძემ (მწვრთნელები – მზია წერეთელი, გიორგი ბაგატუროვი).
12 წლის გოგონებში – მარიამ გვათუამ (მწვრთნელი – დავით ზარქუა).
12 წლის ვაჟებში – დენიელ საფაროვმა (მწვრთნელები – მზია წერეთელი, გიორგი ბაგატუროვი).
ასპარეზობა 8 თებერვალს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები (რუსთავი, საგარეჯო, გორი, სიღნაღი, გურჯაანი, ზუგდიდი, ფოთი) მონაწილეობდნენ.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ფულადი პრიზებით, თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი 1929 წელს თბილისში დაიბადა. ის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის, მაშინდელი პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციის აღზრდილია.

0.110752