ფეხბურთი

17:55 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონისა და "გლადბახის" სიყვარულის ისტორია (+VIDEO)

გერმანულ საფეხბურთო კლუბ მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და ლეგენდარულ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონს კარგი ურთიერთობა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯის გერმანულ გუნდში არასდროს უთამაშია.

„გლადბახის“ სოციალური ქსელის მიმდევრები ხშირად შენიშნავდით აქამდეც ბუფონისადმი დამოკიდებულას, რადგან მისი ფოტო თუ ვიდეო არაერთხელ განთავსებულა ამ გუნდის გვერდზე.

ახლაც, „გლადბახმა“ ბუფონს 41-ე დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრად მაისური გაუგზავნა, რომელიც იტალიელს CNN-ის ჟურნალისტმა გადასცა.

ბუფონმა ახსნა თუ რატომ მოსწონს „გლადბახი“. ამის მიზეზი თურმე ცნობილი თამაში „სუბუტეო“, გუნდის მაისურის ფერები და სახელი ყოფილა:

„გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ეს არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. როდესაც პატარა ვიყავი სუბუტეოს თამაშის დროს ყოველთვის „გლადბახს“ ვირჩევდი. მომწონდა, რადგან ძალიან ლამაზი მაისურის ფერები ჰქონდა და ბავშვობაში მის სახელს ვერ წარმოვთქვამდი“, - განაცხადა ბუფონმა.

Loading...
სტატისტიკა
0.252611