ფეხბურთი

12:33 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე სწრაფი და პირველად 1979 წლის შემდეგ (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში „ბაიერნი“ „უგსბურგს“ ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, თუმცა გოლი პირველივე წუთზე გაუშვა. მატჩი სულ რაღაც 13 წამის დაწყებული იყო, ლეონ გორეცკამ უნებლიედ ავტოგოლი რომ მიითვალა.

შედეგად, როგორც სტატისტიკოსები გვამცნობენ, გორეცკა ბუნდესლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ავტოგოლი პირველივე წუთზე გაიტანა. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1979 წელს მომხდარა. ცნობისთვის, გორეცკას ავტოგოლი ბუნდელსიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფია.

აქვე გეტყვით, რომ „რეკორდმაისტერმა“ ხსენებულ შეხვედრაში კინგსლი კომანის დუბლითა და დავიდ ალაბას გოლით მოიგო და „დორტმუნდთან“ სხვაობა შეამცირა.

0.111988