საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში საგოლე პასით გამოირჩა ჯაბა ჯიღაური. ჩვენებურის „გრენობლი“ „ვალანსიენს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო.
ჯიღაური მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:3 მაცხდებოდა. 75-ე წუთზე კი, ფლორიან სოტოკამ ჩვენებურის გადაცემით მოახერხა გატანა და ანგარიშის სხვაობის შემცირება, თუმცა სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს.
„გრენობლს“ 25 თამაშში 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.