ფეხბურთი

20:03 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" გამარჯვება თურქეთში

„დინამო თბილისი“ აგრძელებს თურქულ შეკრებას და ამჯერად ლატვიურ „ლიეპაიას“ გაეჯიბრა, რომელიც ადვილად დაამარცხა. „დინამოს“ მეტოქემ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ ერთი ტაიმი გაუწია და შედეგად, ქართველებმა 4:1 იმარჯვეს.

კელტას ზუსტის პენალტით „ლიეპაია“ მეხუთე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ სწრაფადვე ფრან კარბიას გოლით თბილისელებმა გათანაბრება მოახერხეს. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, ხოლო მეორე ნახევარში თბილისელებმა კიდევ სამჯერ იხეირეს. თავი როხანომ, ერგემლიძემ და ივანისენიამ გამოჩინეს.

„დინამო აგრძელებს თურქულ შეკრებას და მომდევნო სპარინგს 19 თებერვალს, ლუგანსკის „ზორიასთან“ გამართავს.

„დინამო“ – „ლიეპაია“ 4:1 (1:1)

გოლები: 0:1 კელტა (5, პენ), 1:1 კარბია (13), 2:1 როხანო (53), 3:1 ერგემლიძე (78), 4:1 ივანისენია (87)

0.119945