ფეხბურთი

19:37 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელია (+VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 18 წლის ქართველი ფეხბურთელი „რკინიგზელთა“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს.

„ერთი ქართველი კარგია, ორი - უკეთესი“, - თქვა სოლომონ კვირკველიამ ვიდეოში, რომელიც მოსკოველთა ტვიტერის გვერდზე განთავსდა.

კვარაცხელია სრულწლოვანი სამი დღის წინ გახდა და შედეგად, პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებაც შესაძლებელი გახდა.

შეგახსენებთ, კვარაცხელია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და ხოლო ბოლოს „რუსთავში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119313