მატს ჰუმელსმა მის ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმაზე ისაუბრა. ფეხბურთელის თქმით კლუბიდან წასვლას არ გეგმავს და ბედნიერია “ბორუსიაში” ყოფნით.
“მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონასთან” წინასწარ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რაც სიცრუეა. წინასწარ რაიმეს განსაზღვრა მართებულად არ მიმაჩნია. დორტმუნდში ყოფნით კი ბედნიერი ვარ”, - აღნიშნა გერმანელმა მცველმა.
დიმა შარიქაძე







