ფეხბურთი

22:40 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა | ლიდერმა სამი ქულა რთულად მოიპოვა!

ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის მეცხრე ტური თბილისისა და TMC თბილისის დაპირისპირებით გაგრძელდა. “მედიკოსებმა“ სამი ქულის მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს. თბილისმა ოცდამეათე წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა დარჩენილ დროში ორი გოლი გაუშვა და მატჩი 5:3 TMC თბილისის სასარგებლოდ დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

აველო კიკვაძე, თბილისი: „საკმაოდ დაძაბული მატჩი გამოვიდა. ბევრი გამოუყენებელი მომენტი გვქონდა. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია და გაგვიჭირდა სასურველი შედეგის მიღწევა. ვფიქრობ, გარდამტეხი მომენტი გათანაბრების შემდეგ მიღებული გოლი იყო. ამან დიდი გავლენა იქონია დარჩენილ დროში მატჩის მიმდინარეობაზე. ვიცოდით, რომ ხუთით მოგვიწევდა თამაში და ვემზადებოდით ამისთვის - ეს გამოჩნდა კიდევაც. TMC თბილისი ბევრად უფრო გამოცდილი გუნდია, ჩვენ კი შეთამაშება გვაკლია. მომავალში ბევრად უფრო სანახაობრივ თამაშებს შემოგთავაზებთ.“

გიორგი სილაგავა, TMC თბილისი: „პირველ რიგში, მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. თბილისს კი ვუფასებ იმ გარჯას და მონდომებას რაც თამაშისას გამოიჩინეს. ოთხ დღეში ჩვენს უშუალო კონკურენტს, თელასს ვხვდებით და ვაპირებდით ძალები დაგვეზოგა, მაგრამ არ გამოვიდა. რთული მატჩი იყო. ვცდილობდით ახალ კომბინაციებზე გვემუშავა და ამან ხუთით შეტევისას ჩვენს დაცვის ხაზში გაუგებრობები გამოიწვია, რის გამოც გაგვითანაბრეს ანგარიში. მაინც ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. უნდა აღვნიშნო, ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობს და გუნდებს წარმატებებს ვუსურვებ.“

სათამაშო დღეს ტურის ცენტრალური მატჩი ასრულებს, სადაც თსუ ქუთაისის მართვეს უპირისპირდება.

sbm.ge

0.155013