ჭადრაკი

14:20 | 14.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინიშამდე 2 ტური დარჩა

აშშ-ს ქალაქ სენტ ლუისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ტურის პარტიები მიილია. საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2513) შავი ფიგურებით ყაიმი ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკთან (2468) დააფიქსირა და 3.5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ძაგნიძე თეთრებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი Cairns Cip-ის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრა კოსტენიუკი (2532) იქნება. რუსი მოჭადრაკე 5.5 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა და მხოლოდ თანამემამულე ვალენტინა გუნინას (2501) ჩამორჩება, რომელსაც 6.0 ქულა აქვს.

მდგომარეობა გაიუმჯობესა ბელა ხოტენაშვილმა (2491), რომელმაც ტურნირზე მე-2 გამარჯვება აშშ-ს სახელით მოთამაშე ირინა კრუშთან (2435) იზეიმა. ბელამ თეთრი ფიგურებით იმარჯვა და 2.5 ქულით ათ მონაწილეს შორის მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. დღეს გვიან ღამით ხოტენაშვილი შავი ფიგურებით 4.0 ქულით მე-4 პოზიციაზე მყოფ ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2471) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ სენტ ლუისის პრესტიჟული ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 40 ათასი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123718