ძიუდო

18:20 | 12.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს “ქართული” რეიტინგი
ათ საუკეთესო ძიუდოისტში 5 ქართველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ქომაგისთვის სასიხარულო სურათი მივიღეთ.

ყველა წონით კატეგორიაში მსოფლიოს 10 საუკეთესო ძიუდოისტიდან 5 საქართველოს წარმოადგენს, ორსაც კი ქართული ფესვები აქვს.
გაერთიანებულ კლასიფიკაციაში 7 908 ქულით პირველ ადგილზე ვარლამ ლიპარტელიანია, გურამ თუშიშვილი (7 752) მეორეა, ვაჟა მარგველაშვილი (6 046) – მეექვსე, ამირან პაპინაშვილი (5 848) – მეცხრე, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (5 791) – მეათე.
ვთქვათ ისიც, რომ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი (7 162) მე-3 საფეხურზეა, რუსეთის ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე (6 106) კი – მეხუთე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114796